კომპანია FIDAGeorgia დაარსდა 2014 წლის იანვარში და წარმოადგენს აგრო ტურიზმის სერვისის მიმწოდებელ კომპანიას საქართველოში.
კომპანიის მიზანია უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისთვის საქართველოს აგრარული კურლტურის გაცნობა და აგრო ბიზნესებს შორის პარტნიორული ურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა.
თუ თქვენ, თქვენს ჯგუფს ან ორგანიზაციას გაინტერესებთ მოგზაურობა, გსურთ მიიღოთ და გაუზიაროთ სხვას გამოცდილებები, გაეცნოთ და შეისწავლოთ ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობა და კულტურა, ასევე გიტაცებთ თავგადასავლები და ბუნების მრავალფეროვნება, მაშინ FIDAGeorgia თქვენთვისაა!
FIDAGeorgia გთავაზობთ, მთისა და ბარის მცირე, საშუალო და დიდი ფერმერული მეურნეობების, ბუღების სადგურის, ყველის ქარხნების და ღვინის ქარხნების დათვალიერებას და მათი სამუშაოს სპეციფიკის შესწავლას. ასევე ისტორიული ძეგლების მონახულებას და გაცნობას, ქართული ტრადიციული კერძების და ღვინის დაგემოვნებას. ტური მოიცავს ტრანსპორტირებას, სასტუმროში განთავსებას, კატერინგს და თარჯიმნის მომსახურეობას.
FIDAGEORGIA-ს საქმიანობას წარმოადგენს:
FIDAGeorgia-ს გუნდი შეგიდგენთ ინდივიდუალურ პროგრამას თქვენი მოთხოვნების და სურვილების შესაბამისად.
every second is unforgettable