ესტონეთის მეცხოველეობის ასოციაციის აგროტური საქართველოში
2014 წლის 19 მარტს კომპანია FIDA Georgia უმასპინძლა ესტონეთის მეცხოველეობის ასოციაციის ერთ კვირიან აგროტურს საქართველოში. დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ფერმერული მეურნეობები საქართველოს სხვადასხვა სოფლებში. მათ შეხვედრა გამართეს მთავრობის წარმომადგენლებთან სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
აგროტურის განმავლობაში ესტონეთის მეცხოველეობის ასოციაციასა და კომპანია "კავკასიის გენეტიკას" შორის გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რის შემდეგადაც მოეწერა ხელი მათი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს